გაკვეთილის თემა
|
გეომეტრიული გარდაქმნები. ღერძული სიმეტრია. ცენტრული სიმეტრია.
|
სწავლების საფეხური
|
IX კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში 25 მოსწავლეა. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არიან.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გეომეტრიული გარდაქმნების, მათი კომპოზიციების აღქმა მნისვნელოვანი ნაბიჯია სივრცის აღქმის უნარის განვითარებისაკენ.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
|
მოსწავლემ გაიაზროს გეომეტრიული გარდაქმნები, მათი თვისებები. გაეცნოს გარდაქმნათა კომპოზიციებს. გაიწაფოს წრფისა და წერტილის მიმართ სიმეტრიული,ფიგურის აგებაში. , სიმეტრიის ღერძებისა და სიმეტრიის ცენტრის პოვნაში. გაიაზროს ცენტრული დაღერძული სიმეტრია- როგორც სიბრტყის გეომეტრიული გარდაქმნა- სიბრტყის თავის თავზე ასახვა.
|
წინარე ცოდნა
|
სიმეტრიული ფიგურები ღერძის მიმართსიმეტრიული წერტილის აგება. საკოორდინატო სიბრტყე
|
სასწავლო მასალა და
ტექნიკური რესურსები:
|
კომპიუტერი, პროექტორი.
კომპიუტერული პროგრამა:geogebra
სახელმძღვანელო:მათემატიკა X
ავტორი; გოგიშვილი, მებონია, ვეფხვაძე
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
აქტივობა 1 (3წთ)
მასწავლებელი საღებავით დასვრილ ფურცელს
გადაკეცავს და სთხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ „ნახატს“ წრფის ორივე მხარეს.
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.
აქტივობა 2(5წთ)
კითხვა-პასუხი:
რომელსიმეტრიულ ფიგურებს იცნობთ?
რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს კვადრატს, მართკუთხედს, რომბს, წრეს
რა შემთვევაში ვიტყვითრომ A და B წერტილები სიმეტრიულია?
აქტივობა 3(7 წთ)
ააგებენ ფარგლისა და სახაზავის გამოყენებით
წრფისა მიმართ სიმეტრიულ წერტილს, გამოიყენებენ ღერძული სიმეტრიის თვისებებს.
აქტივობა 4(6წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს ააგონ მოცემული წერტილის სიმეტრიული წერტილი
X ღერძის მომართ დაY ღერძის მიმართ.
მიღებული წერტილი გამოსახონ კოორდინატებში და შეადარონ თავდაპირველი
წერტილის კოორდინატებს.
აქტივობა 5(8 წთ)
მასწავლებელი “geogebra” პროგრამის გამოყენებით თავაზობს მოსწალეებს ააგონ
სამკუთხედი და მისი სიმეტრიული რაიმე ღერძის მიმართ.
აქტივობა 6(5 წთ)
მოსწავლეები წყვილებში ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოს:სიბრტყეზე მოცემული
მართკუთხედის წვეროს კოორდინატებით უნდა
მოძებნონ სიმეტრიის ცენტრი და ღერძებზე მდებარ რაიმე 4 წერტილი.
აქტივობა7 (3 წთ)
საშინაო დავალება.
|
გაკვეთილის გეგმები
გაკვეთილის გეგმა - გეომეტრიული გარდაქმნები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment